
ავტორი
Front News საქართველო
ასეთი საერთაშორისო რესურსი, რომ სამშვიდობოს გასულიყო ქვეყანა, ძალიან იშვიათად ჰქონია საქართველოს და ამიტომ ცდილობს რუსეთი, ხელი შეგვიშალოს, ამიტომ მოგვივლინა ივანიშვილი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსული კლანჭებისგან.
"ყველა იტყუება, ვინც გეუბნებათ, რომ ორ თვეში გავიმარჯვებთო. ახლა ჩვენ რა ბრძოლაშიც ვართ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს არის ეპოქალური, ცივილიზაციური ბრძოლა ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანისთვის. ეს ბრძოლა არც ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით არ დაწყებულა, ეს არის ბრძოლა 1801 წლის მერე, ეს არის ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსული კლანჭებისგან. ახლა კულმინაციას აღწევს ეს ყველაფერი, ასეთი საერთაშორისო რესურსი, რომ სამშვიდობოს გასულიყო ქვეყანა, ძალიან იშვიათად ჰქონია საქართველოს და ამიტომ ცდილობს რუსეთი, ხელი შეგვიშალოს და ამიტომ მოავლინა ივანიშვილი, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი ჩვენი დასავლური მომავლის წინააღმდეგ. ახლა არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს საბოლოოდ გასათავისუფლებლად", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს