გიგა ლემონჯავა – ახლა ერთმანეთზე თავდასხმის დრო კი არ არის, ახლა არის ერთიანობის დრო


ავტორი
Front News საქართველო
ამ მომენტამდე საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, მას თავისი სიტყვა აქვს, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე უფრო აქტიურად ესაუბრებიან საერთაშორისო პარტნიორები.
“ამ მომენტამდე საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, მას თავისი სიტყვა აქვს. საგარეო ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე უფრო აქტიურად ესაუბრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ახლა ერთმანეთზე თავდასხმის დრო კი არ არის, ახლა არის ერთიანობის დრო, ოღონდ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ფოტოს გადაღება კი არა, ერთიანობა არის საქმეში. ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი საკეთებელი საქმე, ამ საქმეს ვერ აუვა ვერცერთი ცალკე აღებული, ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა

გიგა ლემონჯავა – ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა არის ერთიანობის დრო და მე მინდა, რომ ეს გაიაზროს ყველამ

ლევან სანიკიძე – ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა ბრძოლის, იმის, რომ არ შევეგუოთ მოპარულ არჩევნებს

მამუკა გამყრელიძე – ახლა არის ის დრო, როდესაც ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი, პოლიტიკური კრიზისის გარეშე პროცესები არ დაჩქარდება