
ავტორი
Front News საქართველო
არავითარი პოზიტიური მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით არ მაქვს, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, ივანიშვილს აქვს მიტაცებული, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ივანიშვილი უყურებს როგორც საკუთარი არალეგიტიმური, უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტს.
“არავითარი პოზიტიური მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით არ მაქვს, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად და განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლო, ივანიშვილს აქვს მიტაცებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს ივანიშვილი უყურებს როგორც საკუთარი არალეგიტიმური, უკანონო ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტად, ჩვენ კარგად ვიცით, რა შემადგენლობაა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია. კარგად ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც განიხილავენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და პრეზიდენტის სარჩელებს, “რუსული კანონის” შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ ადამიანების მოღვაწეობას საკონსტიტუციო სასამართლოში თუ მანამდე”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს