Logo

გიგა ლემონჯავა - ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში 

პოლიტიკა
34
Frontnews image description

ივანიშვილის უამრავი მცდელობის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობს, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ზოგადად, მშვიდობიან ცხოვრებას.

"საქართველო ჯერ კიდევ რჩება მთავარ სტრატეგიულ დამაკავშირებლად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. რა სხვა გზებიც არ უნდა არსებობდეს რეგიონში, საქართველო ამ ფუნქციას ვერ დაკარგავს საკუთარი უნიკალური მდებარეობის გამო, თუ ვინმემ შეგნებულად არ დააკარგვინა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს.

ივანიშვილი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ზოგადად, მშვიდობიან ცხოვრებას. ივანიშვილის რეჟიმი არის ძალადობისა და არასტაბილურობის მთავარი წყარო.

ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში და გვიხარია, რომ ივანიშვილის უამრავი მცდელობის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები