Logo

გიგა ლემონჯავა - დავით გოგიბერიშვილი არის ჯალათი, სისხლის სამართლის კოდექსის დამნაშავე და  აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით

პოლიტიკა
152
Frontnews image description

დავით გოგიბერიშვილი არის გიორგი ბაჩიაშვილის წამების აქტის ორგანიზატორი და ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დავით გოგიბერიშვილი არის ჯალათი, სისხლის სამართლის კოდექსის დამნაშავე.

"მინდა ციხის ჯალათს, დავით გოგიბერიშვილს დავპირდე, რომ ჩვენ ორ რამეს გავაკეთებთ: 1. რეჟიმის პირობებშიც კი მისი სახელი და გვარი გახდება ცნობილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო პარტნიორისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავით გოგიბერიშვილი დასანქცირდეს რეჟიმის პირობებშიც კი. მინდა მას ასევე შევახსენო, რომ ევროპარლამენტის წლიური ანგარიშის შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი სწორედ საშუალო და დაბალი რგოლის ბოროტმოქმედ ე.წ. საჯარო მოხელეებს, რომელშიც გადის გოგიბერიშვილი და წამების აქტი, რომელიც მან დააორგანიზა, შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან. მეორე, რასაც ვპირდები, არის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მას მერე, რაც საქართველოში ევროპული, კოალიციური ტიპის მმართველობა დამკვიდრდება, მას მერე, რაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიული მართლმსაჯულების სისტემა, მას მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე სსკ-ის იმ მუხლების მიხედვით, რომელიც ჩამოვუთვალე. არცერთ ბოროტმოქმედს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და იმედი, რომ მათი დანაშაული დაუსჯელი დარჩება. დავით გოგიბერიშვილი არის ჯალათი, სისხლის სამართლის კოდექსის დამნაშავე. ის არის გიორგი ბაჩიაშვილის წამების აქტის ორგანიზატორი და ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

Advertisement