
ავტორი
Front News საქართველო
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახველი მოპყრობა, სინამდვილეში, არის ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია საქმეების დოკუმენტირება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარიას ინიციატივა გაამყარებს საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სისტემატურად აწამებენ ადამიანებს.
"ელენეს ინიციატივაა, რომ სხვა ადამიანები, ვინც ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, რაც შეიძლება მეტი ფაქტი იქცეს დოკუმენტად და გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს, რაც, რა თქმა უნდა, გაამყარებს საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც სისტემატურად აწამებენ ადამიანებს და საერთაშორისო საზოგადოებამ ამ საქმეზე უნდა გააკეთოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შევიწროვდეს.
დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახველი მოპყრობა, სინამდვილეში, არის ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია საქმეების დოკუმენტირება", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს