გიგა ლემონჯავა - ეს არის კიდევ ერთი კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის კიდევ ერთი კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის სამშობლოს ღალატი.
"ის, რაც ჩვენ გავიგეთ, არის სამშობლოს ღალატი იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მხარს უჭერს ირანის ბოროტ რეჟიმს, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით და უპირისპირდება შეერთებულ შტატებსა და ისრაელს.
ეს არის კიდევ ერთი კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ. ამ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში 2 ივლისს გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას ეძღვნებოდა".
თაგები:
გიგა ლემონჯავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს