Logo

გიგა ლემონჯავა - ეს არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც გადავიდა საკუთარი წევრების მკვლელობებზე

პოლიტიკა
157
Frontnews image description

ეს არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც გადავიდა საკუთარი წევრების მკვლელობებზე. მე არ მჯერა იმის, რასაც ავრცელებს პროპაგანდისტული მედია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სისტემის ჩამოშლაა.

"ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა ლათინურამერიკული სტილის მკვლელ რეჟიმად, რომელიც ჩართულია კრიმინალში, უძირო კორუფციაში და მერე კლანებს შორის მიდის დაპირისპირება ფულისა და კრიმინალური სქემების გამო. თორნიკე რიჟვაძის ამბავი არის ამ ყველაფრის გაგრძელება. ის, რომ "ქართული ოცნება" არის მკვლელების რეჟიმი, ეს ახალი ამბავი არაა. აჭარაში საარჩევნო პროცესის გამო ნუგზარ ფუტკარაძე მოკლეს. ასეთია რეჟიმია.

გადავიდნენ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს სისტემის შიგნით, კლანებს შორის დაპირისპირებას, გაყოფას, ნარკოტიკული სქემებით ვაჭრობის გადანაწილებას, რომელსაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე. იმედი მაქვს, რიჟვაძე გადარჩება, ჯანმრთელობას ვუსურვებ. 

ფაქტია, რომ ეს არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც გადავიდა საკუთარი წევრების მკვლელობებზე. მე არ მჯერა იმის, რასაც ავრცელებს პროპაგანდისტული მედია. ადამიანური თვალსაზრისით, დიდი  უბედურებაა ეს ყველაფერი, იმაზე კი არ დაიწყეს ფიქრი - რა მოხდა, ვინაა დამნაშავე და დავსაჯოთ დამნაშავეო, არამედ რაღაც გიჟური წერილი დაწერეს, შეთითხნეს, მერე სუსის ერთ-ერთ სააგენტოს გაუგზავნეს. 

სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც მიხეილ სარჯველაძე ამბობს. სინამდვილეში, ეს არის სისტემის ჯალათი, არავითარ ჯანდაცვაზე არ ფიქრობს. ეგ არის ამ მკვლელი სისტემის ნაწილი. სისულელეებს იგონებს და პროპაგანდისტულ იდეებს აწვდის ამ პროპაგანდისტულ მედიას.

ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სისტემის ჩამოშლაა", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

Advertisement