გიგა ლემონჯავა - გაყალბებული არჩევნების ერთი წლის თავზე ვამბობთ, რომ ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე, პროტესტი ხსნის ახალ სუნთქვას

ავტორი
Front News საქართველო
მაშინ, როდესაც ე.წ. ხელისუფლება იწყებს გენერალურ დარტყმებს პროტესტზე ქვეყანაში, როდესაც დღის წესრიგშია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, გახარიამ და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს, რომ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
ის მოუწოდებს საზოგადოებას, რომ 26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შემოუერთდნენ.
"მაშინ, როდესაც ე.წ. ხელისუფლება იწყებს გენერალურ დარტყმებს პროტესტზე ქვეყანაში, როდესაც ყოველდღიურად უკანონოდ აკავებენ ათობით ადამიანს, როდესაც დღის წესრიგშია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი, გახარიამ და მისმა პარტიამ გადაწყვიტეს, რომ ლეგიტიმაცია მცდელობა ჰქონდეთ ამ რეჟიმის და გადაწყვიტეს, შევიდნენ ე.წ. პარლამენტში. ეს არის თანამონაწილეობა იმ ძალადობის, რომელსაც აწარმოებს რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე, ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის ღალატი.
ამ მცდელობის მიუხედავად, გახარიას პარტია ვერ შეძლებს, რომ ლეგიტიმაცია შესძინოს ამ კრიმინალურ რეჟიმს იმიტომ, რომ ამ რეჟიმის არალეგიტიმურობის შესახებ განაჩენი გამოიტანა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში არმონაწილეობით.
ყველას მოგიწოდებთ, რომ 26 ოქტომბერს, საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, ვიყოთ ბევრი, საიდანაც დაიწყება მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ჩვენი ძალაა სოლიდარობაში, სიმართლეში. გაყალბებული არჩევნების ერთი წლის თავზე ვამბობთ, რომ ბრძოლა გადადის ახალ ეტაპზე, პროტესტი ხსნის ახალ სუნთქვას და მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრი, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე!", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


