გიგა ლემონჯავა - ივანიშვილის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები აუცილებლად გახდება რეალობა


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები აუცილებლად გახდება რეალობა. ივანიშვილს პასუხისგება მოუწევს თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოში "ქართულ ოცნებას" რუსეთის აგენტებს უწოდებენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ევროსაბჭოს წარმომადგენლები უწოდებენ რუსეთის აგენტებს და კრიმინალებს, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით კი სასამართლოებიდან მათ სიტყვებს ციტირებენ და ამბობენ, რომ ეს სიტყვები უნდა მოისმინოს მთელმა ევროპამ. ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია და სულისკვეთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა, თუ როგორ უყურებენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ივანიშვილის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები აუცილებლად გახდება რეალობა. ივანიშვილს პასუხისგება მოუწევს თავისი ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს