Logo

გიგა ლემონჯავა - მადლობა ყველას, ვინც კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი ივანიშვილს და პუტინს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის

პოლიტიკა
130
Frontnews image description

მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, ვინც კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი ივანიშვილს და პუტინს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს ავტოკრატია.

"ივანიშვილი ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბოს ავტოკრატია, მმართველობის ის ფორმა, სადაც ადამიანის ადგილი არ არის, ადამიანებს ივანიშვილი უყურებს საარჩევნო ერთეულებად. მას ჩვენგან სჭირდება შიში, მორჩილება.

ამ ერთმა წელმა აჩვენა, რომ ივანიშვილის გეგმები ქვეყნის გარუსებასთან დაკავშირებით ვერ ასრულდება. ერთი წლის თავზე რუსთაველზე ვდგავართ ბევრი და ვამბობ, რომ  ამ ქვეყანაში რუსეთი არ იქნება. საქართველო იყო, არის და იქნება ერთიანი ევროპული ნაწილი. ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ევროპას საქართველოში რეჟიმის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით და ჩვენ ადამიანს დავაბრუნებთ ამ ქვეყანაში, როგორც მთავარ ღირებულებას.

მადლობა ყველას, ვინც მოვიდა, ვინც კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი ივანიშვილს და პუტინს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის, რამდენი ხანიც იქნება საჭირო გამარჯვებისთვის. ამ პროტესტმა დაბადა სლოგანი - ბოლომდე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

Advertisement