გიგა ლემონჯავა - მოლდოვაში მარცხის პარალელურად რუსეთი საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ეცდება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ბევრ ქვეყანაში დამარცხდა და ბოლო დასაყრდენი, რომელიც რუსეთს გააჩნია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი მოლდოვაში დამარცხდა.
"რუსეთი დამარცხდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში, უკრაინაში და ახლა უკვე მოლდოვაში. მოლდოვაში მარცხის პარალელურად რუსეთი საქართველოზე ზეწოლის გაძლიერებას, რა თქმა უნდა, ეცდება. მას საქართველოში ჰყავს თავისი ხელისუფლება, რუსეთს სინამდვილეში, მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ამაზე უფრო მეტად ზეწოლის გაძლიერება პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ზემოაღნიშნულ ქვეყნებში დამარცხდა და ბოლო დასაყრდენი, რომელიც რუსეთს გააჩნია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენი ამოცანა მარტო ის კი არ არის, რომ მხოლოდ ჩვენს თავებს ვუშველოთ, არამედ ჩვენ გვაქვს დიდი ამოცანა, რომ რუსული გავლენების საქართველოში დასრულების გზით დავასრულოთ ამდენწლიანი გავლენები მთლიანად დიდ შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს