
ავტორი
Front News საქართველო
ოთარ ფარცხალაძის საქართველოში მოვლინება არის მავნე გავლენების ოპერაციის ნაწილი და ბუნებრივია, რომ ფარცხალაძე აქ იმყოფება კონკრეტული დავალებითა და ამოცანით, – ამის შესახებ “დროას” პოლიტიკური საბჭოს და კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას შეეცდება.
“ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის სპეცსამსახურების დადასტურებული აგენტი და ის დასანქცირდება ამერიკის მიერ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მავნე გავლენის ოპერაციების ორგანიზებისთვის.
არჩევნებში რომ რუსეთი ეცდება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ნაბიჯების გადადგმას, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი არის რუსეთის მოკავშირე და წარმომადგენელი.
ოთარ ფარცხალაძის საქართველოში მოვლინება არის მავნე გავლენების ოპერაციის ნაწილი და ბუნებრივია, რომ ფარცხალაძე აქ იმყოფება კონკრეტული დავალებითა და ამოცანით”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს