გიგა ლემონჯავა - სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებში, პოლიტიკურ მახეში არ მივიღებთ მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
შემიძლია პარტია "დროას" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" სახელით გითხრათ - სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებში - პოლიტიკურ მახეში არ მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უარი არის არა სტატიკური პოზიცია - ბოიკოტი, არამედ ეს არის თავდასხმა რუსულ რეჟიმზე.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უარი არის არა სტატიკური პოზიცია - ბოიკოტი, არამედ ეს არის თავდასხმა რუსულ რეჟიმზე იმიტომ, რომ რუსული რეჟიმის სასიცოცხლო ამოცანაა, რომ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია მიიღოს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ. ეს არის მისი პირველადი ამოცანა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვმონაწილეობთ ივანიშვილის მახეში, არ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ე.წ. არჩევნებით თავი ლეგიტიმურად გამოაცხადონ, ეს არის არა გაბუტული ძალის პოზიცია, არამედ ეს არის თავდასხმა რუსულ რეჟიმზე.
ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობა არის პროტესტის ფორმა. თუ ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკური პარტიები მკაფიოდ, მჭიდროდ და ორგანულად იყვნენ ჩართულები საპროტესტო მოძრაობაში, ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ამით უნდა შევუერთდეთ საერთო სახალხო პროტესტს. მე ვფიქრობ, რომ სიტყვა ბოიკოტი არ ასახავს იმ პროცესს, რაშიც ჩვენ ვართ.
მე შემიძლია პარტია "დროას" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" სახელით გითხრათ - სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებში - პოლიტიკურ მახეში არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა