გიგა ლემონჯავა - უკვე ფაქტია, რომ ამ პროცესის გალეგიტიმურება არის შეუძლებელი


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის ამოცანა, რომ სპეცოპერაციით მიეღო პოლიტიკური ლეგიტიმაცია, უკვე ჩავარდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არ არის არჩევნები.
"ფაქტია, რომ პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ეს არ არის არჩევნები. ამას ემატება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელმაც კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ფარსი არ არის არჩევნები. ეს პოლიტიკური კომპონენტები და პლუს პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პროდასავლური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობის გამომხატველი პოლიტიკური ერთეულები და ნებისმიერი არჩევნების ლეგიტიმაციას განაპირობებს ამომრჩეველი. უკვე ფაქტია, რომ ამ პროცესის გალეგიტიმურება არის შეუძლებელი. ივანიშვილის ამოცანა, რომ სპეცოპერაციით მიეღო პოლიტიკური ლეგიტიმაცია, უკვე ჩავარდა, ივანიშვილი ამ ამოცანის შესრულებას ვერ შეძლებს", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
თაგები:
გიგა ლემონჯავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს