
ავტორი
Front News საქართველო
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გიგა წულეისკირი საპატიმროში შიმშილობას იწყებს, "სფერო ინვესტის" დირექტორი გიორგი მურუსიძე კი დაკავებულია.
გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს. მას გარკვეული პერიოდი ძებნილის სტატუსი ჰქონდა.
წულეისკირის შიმშილობის შესახებ ინფორმაციას მისი უფლებადამცველი ავრცელებს.
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი გასული წლის 10 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობის თანხები ჩაარიცხვინეს. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
თაგები:
გიგა წულეისკირი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს