
ავტორი
Front News საქართველო
ეს 6 თვე იქნება სრულიად დაკარგული ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ის განცდა და მოლოდინი, რომ შესაძლებელია წლის ბოლოს რაიმე შეიცვალოს, არის სრულიად უსაფუძვლო, – ამის შესახებ პოლიტიკის მკვლევარმა და დიპლომატმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციები უნდა შესრულდეს სწრაფად და არ არის საჭირო 6 თვე გაიწელოს.
“საქართველო, რომელიც მოწინავე იყო იმ ჯგუფში, ახლა სცილდება მას. ჩვენ შეიძლება რამდენიმე წელი დაგვჭირდეს, რომ დავუბრუნდეთ ამ მდგომარეობას.
რაც შეეხება ამ 6 თვეს, ეს არის პირობითად მოცემული. არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება 6 თვე უნდა გაიწელოს. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად. არსებულ რეალობაში, ხელისუფლების რიტორიკის გათვალისწინებით და იმ განცხადებების, რაც გვესმის ჩვენი ხელისუფლებიდან, რომელიც გაკეთდა გუშინ, დღეს და ბოლო თვეების მანძილზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ მოხდეს ამ ნაბიჯების გადადგა და იმ 12 რეკომენდაციის შესრულება.
ეს 6 თვე იქნება სრულიად დაკარგული ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ის განცდა და მოლოდინი, რომ შესაძლებელია წლის ბოლოს რაიმე შეიცვალოს, არის სრულიად უსაფუძვლო“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს