Logo

გიგი გიგიაძე - ევროპელი პარტნიორები სულ უფრო ხმამაღლა არქმევენ ყველაფერს თავის სახელს

პოლიტიკა
136
Frontnews image description

ორი აზრი აღარ არსებობს იმაში, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება, ეს ძალა ჩვენს ქვეყანას აყენებს უდიდეს ზიანს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.  

მისივე თქმით, მწვავდება ტონი ევროკავშირში საქართველოში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ მწვავდება ტონი ევროკავშირში. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელი პარტნიორები სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ხმამაღლა არქმევენ ყველაფერს თავის სახელს. რეალურად, ისინი განიხილავენ, რომ უფრო გამკაცრდეს სანქციები და უფრო მეტად იდენტიფიცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უკუსვლას და დემოკრატიული პროცესების ჩახშობაში მონაწილეობენ.

ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესებს, რომლებიც საქართველოს კიდევ უფრო უკან ხევს ევროინტეგრაციის გზაზე, რომლებიც აზიანებს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ გვქონდა მკაცრი ტონი არა მარტო ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შემდეგ. ორი აზრი აღარ არსებობს იმაში, რომ ეს დე ფაქტო ხელისუფლება, ეს ძალა ჩვენს ქვეყანას აყენებს უდიდეს ზიანს ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები