
ავტორი
Front News საქართველო
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რიტორიკა და განცხადებები, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებდა გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ, არის ქვეყნის შეურაცხყოფა, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მიერ მმართველი პარტიის მაღალჩინოსნების სანქცირება მკაფიო სიგნალია იმისა, რომ გერმანია სწორად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
“ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი იმისა, რომ გერმანია ჩვეულებრივ აგრძელებს იმ რეალობის ადეკვატურად შეფასებას, რომელიც შეიქმნა ბოლო თვეებში განსაკუთრებით და ამას სამართლებრივად აფასებს. გერმანია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაასანქცირა “ქართული ოცნება” და ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაში.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რიტორიკა და განცხადებები, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებდა გერმანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ქვეყნის შეურაცხყოფა.
“ქართული ოცნება” აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში საკუთარი დღის წესრიგის განხორციელებას და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
თაგები:
გიგი გიგიაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს