Logo

გიგი გიგიაძე - ქიმიური იარაღის გამოყენება თუ დადასტურდა, მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ ვინ, რომელი ქვეყანა იყო ამ ნივთიერების მომწოდებელი

პოლიტიკა
19
Frontnews image description

საიდან შეიძინეს ეს ნივთიერება, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი იმიტომ, რომ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ამას, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქიმიური ნივთიერებები, რომელიც აკრძალულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მისი გამოყენება დაუშვებელია.

"საიდან შეიძინეს ეს ნივთიერება, ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი იმიტომ, რომ რამდენიმე ქვეყანა აწარმოებს ამას. ქიმიური იარაღის გამოყენება თუ დადასტურდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ ვინ, რომელი ქვეყანა იყო ამ ნივთიერების მომწოდებელი.

ქიმიური ნივთიერებები, რომელიც აკრძალულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მათი შესყიდვა 21-ე საუკუნეში და მით უმეტეს, იმ განზრახვით, რომ ეს გამოიყენონ მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაკვირველია, არის დაუშვებელი და ცხადია, ამას მოჰყვება გამოძიება, რომელსაც უახლოეს მომავალში ვნახავთ",- განაცხადა გიგი გიგიაძემ.

Advertisement