Logo

გიგი გიგიაძე - მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად გამკაცრდეს ტონი ამ ქვეყნების მხრიდან

პოლიტიკა
397
Frontnews image description

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ტონი სულ უფრო და უფრო მძიმდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს.

"ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ტონი სულ უფრო და უფრო მძიმდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. "ოცნების" ამ ქმედებებს, რასაკვირველია, მოჰყვება შესაბამისი პასუხი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადებაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საკუთარ ელჩს საქართველოში. ის კი იზიარებს გერმანიის მთავრობის პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავინახოთ აქ მცდელობა "ქართული ოცნებისა", რომ გამოიწვიოს ურთიერთობების კოლაფსი ევროპასთან. ურთიერთობების შეწყვეტა და ეს ყველაფერი გადააბრალოს ისევ თავად მათ. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად გამკაცრდეს ტონი ამ ქვეყნების მხრიდან, რაც შეიძლება უფრო მეტად გამძაფრდეს ურთიერთობები შესაბამისი ქვეყნებიდან საქართველოსადმი და საბოლოო ჯამში, სხვას ვერაფერს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, თუ არა ურთიერთობების საბოლოოდ გათიშვას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს საქართველოში გერმანიის ელჩი, დღეს კი ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს.

Advertisement