
ავტორი
Front News საქართველო
ის, რასაც მედავება ბრალდების მხარე, ფიზიკურად არ მომხდარა, ამის ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს. მე არ გადამიკეტავს გზა, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულება იმისა, რომ მან გზა გადაკეტა.
“ის, რასაც მედავება ბრალდების მხარე, ფიზიკურად არ მომხდარა, ამის ფაქტი და მტკიცებულება არ არსებობს. მე არ გადამიკეტავს გზა 17 დეკემბერს 2024 წლის. ეს არის ამონარიდი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ ჩემი ინტერვიუსი და მეორე – იმ დღის უბრალო ვიდეოჩანაწერი მიტინგის, სადაც მე არ ვფიგურირებ არცერთ მონაკვეთში. არანაირი მტკიცებულება მსგავსი არ წარმოუდგენიათ, რომ სად ვარ და რანაირად არღვევს ეს რაიმე კანონს”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს გიგი გიგიაძეს გამოძიება გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
თაგები:
გიგი გიგიაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს