გიგი გიგიაძე - შემოდგომიდან სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ვიზალიბერალიზაცია შენგენის წევრ ქვეყნებთან


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ვიზალიბერალიზაცია შენგენის წევრ ქვეყნებთან, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დიდი ხანია ირღვევა ადამიანის უფლებები, რაც საფუძველი გახდა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის უარყოფითი გადაწყვეტილების.
"საქართველოში დიდი ხანია, ირღვევა ადამიანის უფლებები, დიდი ხანია აღარ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დიდი ხანია, არ არის დაკმაყოფილებული ის პირობები, რომელიც აპრიორი გათვალისწინებული იყო თავდაპირველ სამოქმედო გეგმაში, რომელიც გადაეცა საქართველოს 2013 წელს, ამიტომ, ძალიან დიდი ხანია საფუძველი არსებობს, რომ საქართველოსთან მიმართებით მიიღონ უარყოფითი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ ვიზალიბერალიზაცია, ამიტომ, ეს არის სრულიად ლოგიკური გაგრძელება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შეიქმნა "ქართული ოცნების" მიერ.
ძალიან დიდი ალბათობით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ ვიზალიბერალიზაცია შენგენის წევრ ქვეყნებთან", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
თაგები:
გიგი გიგიაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს