
ავტორი
Front News საქართველო
“ლენდ-ლიზის“ აქტი, რომელსაც აშშ უახლოეს მომავალში მიიღებს, შეეხება უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, – ამის შესახებ უზბეკეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქვეყანას უახლესი შეიარაღების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რის შესახებ ხელისუფლება უნდა ლაპარაკობდეს და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული სამუშაოა.
“მე წამოვიღე დოკუმენტი, სადაც წერია, რომ „ლენდ ლიზის“ აქტი შეეხება უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეს ქმნის ახალი ტიპის იარაღების მიღების შესაძლებლობა და ძალიან ბევრ რამეს სერიოზულად ცვლის.
ეს აქტი არ არის ბოლომდე მიღებული, უახლოეს მომავალში, ორ კვირაში, ეს ყველაფერი სამართლებრივად გაფორმდება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ მოახდინოს გადაიარაღება, ახალი ტიპის შეიარაღების მიღება. ამას უფასოდ არავინ გაძლებს, ეს არის კრედიტი, რომელიც ათეული წლების მანძილზე შეიძლება გადანაწილდეს. ახლა დაიწყება კივილი – „ომი გინდათ“, მაგრამ მთავარი პოსტულატია, „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს