გიგი კუბლაშვილი - შეუძლებელია თანამედროვე მსოფლიოში ასეთ ურთიერთობებზე გასვლა და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს გადაავიწყდებათ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობა არის უმნიშვნელოვანესი და აქედან გამომდინარე, მე ნაკლებად ვვარაუდობ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დაიკარგოს, - ამის შესახებ დიპლომატმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ქმედებები ცუდად აისახება როგორც ქვეყანაზე, ისე ხელისუფლების წევრებზე.
"საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობა არის უმნიშვნელოვანესი და აქედან გამომდინარე, მე ნაკლებად ვვარაუდობ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დაიკარგოს. მე აქ მხოლოდ ტრანზიტს არ ვგულისხმობ, არამედ ზოგადად ევროპის უსაფრთხოებას.
მე და ჩვენი მოქალაქეების 90%-ს ამათი - "ოცნების" ბედი არ გვაღელვებს, მაგრამ ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი რამ ის, რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ურთიერთობების აღდგენაა საჭირო.
მე ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ აშლილობას ამ რეჟიმის მამამთავრის სახით იმიტომ, რომ ადამიანი, ფაქტობრივად, ზის ხეზე, რომელსაც თავისივე ხელით ხერხავს. შეუძლებელია თანამედროვე მსოფლიოში ასეთ ურთიერთობებზე გასვლა და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს გადაავიწყდებათ და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. გამორიცხულია, დიდი ხანია, ისინი ზღვარს გადავიდნენ. ამის შედეგები იქნება ძალიან ცუდი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.
მე ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, ვგულისხმობ ოპოზიციას, მთავარი მოთხოვნა აქვს ერთიანობა იმ საკითხებში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. სხვანაირად არ გამოვა, ვერ შეძლებ თამაშს თუ არ გაქვს ზურგი გამაგრებული და ეს არის ძალიან მარტივი - ინიციატივა იქნება შენს ხელში მას შემდეგ, რაც შენ გეყოლება ძლიერი გუნდი და შეძლებ უფრო თავისუფლად და გაშლილად იმოქმედო ველზე. მეორე საკითხი შეიძლება იყოს შიდა შეჯიბრებითობა", - განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.
თაგები:
გიგი კუბლაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს