Logo

გიგი თევზაძე – ივანიშვილი არ წყვეტს, გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს, მან არ იცის, ხვალ რას ეტყვიან

პოლიტიკა
27.04.2022 / 14:21
Frontnews image description

ივანიშვილი არ წყვეტს,  გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს, მან არ იცის, ხვალ რას ეტყვიან, სააკაშვილი გაუშვას თუ არ გაუშვას, –  ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა  გიგი თევზაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, თუ პუტინს დასავლეთი საკმარისად მიაწვება, შეიძლება სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები შეიცვალოს. 

 

“სააკაშვილი ტყვეობაშია პუტინის ბრძანებით.  ივანიშვილი არ წყვეტს იმას,  გაუშვებენ თუ არა სააკაშვილს, რა თქმა უნდა, პუტინისთვის უკეთესია, სააკაშვილი იყოს ციხეში. ბიძინამ არ იცის, ხვალ რას ეტყვიან, სააკაშვილი გაუშვას თუ არ გაუშვას. თუ პუტინს მიაწვებიან საკმარისად, ბიძინა უცებ აღმოაჩენს, რომ ის გახდა კარგი ადამიანი  და გადაიყვანს რომელიმე ევროპულ კლინიკაში“, – განაცხადა თევზაძემ

 

მისი თქმით, ივანიშვილი-ევტუშენკოვის საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებამ იმედი გაუჩინა. 

 

“გულუბრყვილო ნუ ვიქნებით და ნუ ჩავთვლით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიძინას გაქცევა და სასწრაფოდ არჩევნების დანიშვნა, მაგრამ ეს წრე მის გარშემო ვიწროვდება,  რაც მას აიძულებს იმოქმედოს დასავლეთის სასარგებლოდ.  რაც ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბრის ეს ჩანაწერი გამოაქვეყნეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარჩენის ახლა უფრო მეტი შანსია. ეს ჩაითვლება ერთ-ერთ პუნქტად ბიძინაზე ზეწოლის,  რომ სააკაშვილი გაუშვან და გადაიყვანონ ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში. ამიტომ ახლა უფრო იმედიანად ვარ, ვიდრე ერთი კვირის წინ ვიყავი. 

 

ამ ჩანაწერის გამოქვეყნება იყო ძალიან სერიოზული ოპერაცია. ძალიან სერიოზული შეღწევა, დაცვა, რა თქმა უნდა,  ორივე მხარეს იქნებოდა იმ ხაზის,  რომლითაც ისინი ლაპარაკობდენენ, ამიტომ მე იმედიანად ვარ მიშასთნ მიმართებით, ვიდრე ვიყავი აქამდე“- განაცხადა თევზაძემ.

Advertisement