Logo

გიგი წერეთელი - 28 ნოემბერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულისკვეთების შესანარჩუნებლად

პოლიტიკა
297
Frontnews image description

28 ნოემბერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულისკვეთების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის 28 ნოემბრის შედეგები ძალიან მძიმე იყო.

"ის, რაც მოხდა ერთი წლის წინ, ეს იყო მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და მთელი ეს წელიწადი გვაჩვენებს, თუ რამდენად შეურიგებელია ჩვენი საზოგადოება და რამდენად დიდია სულისკვეთება იმისა, რომ საქართველო იყოს ნორმალური ქვეყანა იმ მაღალი სტანდარტებით, რაც არის ევროპაში. ეს არის ჩვენი ბრძოლა და 28 ნოემბერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულისკვეთების შესანარჩუნებლად", - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუდან რუსთაველის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.

Advertisement