გიგი წერეთელი - არ ვიცი, რატომაა ამხელა იმედები, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, როდესაც ნახევარ საქართველოზე მეტი ამას არჩევნებს არ არქმევს

ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვიცი, რატომაა ამხელა იმედები, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, იმ პროცესში, როდესაც ნახევარ საქართველოზე მეტი ამას არჩევნებს არ არქმევს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმას, რაც ახლა მიმდინარეობს, ვერავინ დაარქმევს საარჩევნო პროცესს და ვერც არჩევნებს.
"ჩვენ მიგვაჩნია და არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ პროცესს, რომელსაც დღეს "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არჩევნებს ვერ და არ დავარქმევთ. ეს არ არის წესების მიხედვით, ეს არ არის დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული. არავინ ამას არჩევნებს არ დაარქმევს.
რაც შეეხება ბოიკოტს, ეს არ არის ტიპური, სტანდარტული ბოიკოტი, ჩვენ არ მიგვაჩნია ეს არჩევნებად და შესაბამისად, ეს არის ბრძოლა, წინააღმდეგობა, რომ არა ასეთი რუსული ტიპის ფარსი იყოს, არამედ იყოს რეალური, საპარლამენტო არჩევნები იმ ცვლილებების შემდეგ, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს. ცვლილებებში კი იგულისხმება კანონმდებლობა და გარემო. წარმოუდგენელია, რომ ოდნავ მაინც ჰქონდეს სამართლიანობის ნიშანწყალი იმას, რაც შეიძლება გამოცხადდეს.
მე არ ვიცი, რატომაა ამხელა იმედები, რომ წარმატების მიღწევა შეიძლება, მით უმეტეს, იმ პროცესში, როდესაც ნახევარ საქართველოზე მეტი ამას არჩევნებს არ არქმევს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი




