გიგი წერეთელი - არსებული პრობლემების განმუხტვის გზად სწორედ არჩევნები მიაჩნიათ და ეს ამ რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სოლიდური ამბავია, როდესაც ამ ორგანიზაციაში საუბარი არის კრიზისის განმუხტვისა და პრობლემის მოგვარების გზაზე, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეუთოს დოკუმენტში არჩევნების მნიშვნელობაზეა ხაზი გასმული.
"მე არ ვიტყოდი, რომ გასაკვირია, მაგრამ ძალიან სოლიდური ამბავია ამ ორგანიზაციაში, როდესაც არის საუბარი კრიზისის განმუხტვისა და პრობლემის მოგვარების გზაზე და აქ მითითებულია სწორედ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ყველას ახსოვს და ყველამ იცის, რომ ეუთო და ეუთოს ინსტიტუტი იყო სწორედ არჩევნების მთავარი შემფასებელი და დღეს ეს ინსტიტუტი ხედავს, რომ ამ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური კრიზისისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული პრობლემების განმუხტვის გზად სწორედ არჩევნები მიაჩნიათ და ეს ამ რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული "პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით "რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.
თაგები:
გიგი წერეთელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს