Logo

გიგი წერეთელი - ჩვენ ამ თვეებში ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის

პოლიტიკა
8 საათის წინ / 17:45
Frontnews image description

დღეს ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მარშები, მსვლელობა, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად არის, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება იმას, რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ ეს პერსპექტივა, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თვეებში ყველა ხედავს ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

"ჩვენ ამ თვეებში ვხედავთ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რაც ადამიანის უფლებებს ეხება, თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ სასამართლოს, დაცულობას, უსაფრთხოებას, ცხოვრების მაღალ სტანდარტს. ეს არის ევროპა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რატომ უჭერს მხარს ამ არჩევანს. შესაბამისად, დღეს, ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული მარშები, მსვლელობა, კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოს გასაგონად არის, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არ ეგუება იმას, რომ ჩვენ უნდა დავკარგოთ ეს პერსპექტივა. ამ პერსპექტივის ალტერნატივა არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირისპირ დარჩენა", - განაცხადა გიგი წერეთელმა. 

"ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია" - ამ ლოზუნგით თბილისში დღეს აქცია-მსვლელობა გაიმართება.
დღის მთავარი აქცია ევროპის მოედანზე 19:00 საათზე არის დაგეგმილი, თუმცა მანამდე თბილისის რამდენიმე ადგილიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან.

Advertisement