Logo

გიგი წერეთელი - ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული, ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს ოპოზიციური ალიანსი შემდგარიყო

პოლიტიკა
195
Frontnews image description

ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. ვეცდებით, რომ საზოგადოებასთან გვქონდეს მჭიდრო კონტაქტი, რომ მალე გაიგონ როგორი იქნება აქტივობა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პარტიების მრავალფეროვნება დაა ამავე დროს არის სიძლიერე.

"ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რომ ეს ოპოზიციური ალიანსი შემდგარიყო და აქ არის ის მთავარი ამბავი, რომ პარტიების მრავალფეროვნება ამავე დროს არის სიძლიერე. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორად ეს ვითარება. ეს არის დღეს მთავარი ამბავი და ვეცდებით, რომ საზოგადოებასთან გვქონდეს მჭიდრო კონტაქტი, რომ მალე გაიგონ როგორი იქნება აქტივობა და რას გავაკეთებთ ამისთვის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საკონსულტაციო შეხვედრების შემდეგ ოპოზიციურ ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები