Logo

გიგი წერეთელი - გახარიას შემთხვევა განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ის იყო ამ გუნდის ნაწილი, ლიდერი და ბუნებრივია, მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე განწყობები არსებობს

პოლიტიკა
265
Frontnews image description

გახარიას შემთხვევა განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ის იყო ამ გუნდის ნაწილი, ლიდერი და ბუნებრივია, მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე განწყობები არსებობს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქიულ სისტემაში სუბიექტური დამოკიდებულებები და პირადი შურისძიებები ძალიან ხშირია.

"ჩვენ ვართ ოლიგარქიულ სისტემაში, სადაც სუბიექტური დამოკიდებულებები და პირადი შურისძიებები ძალიან ხშირია, ჩვენ ამას ცალკეული მიმართულებებით ვხედავთ.  მე ვფიქრობ, რომ გახარიას შემთხვევაც ამ რიგიდან იქნება. მთელი კვირა სასამართლოები იქნება. 

არ ვიცი, რა გადაწყდება, უკვე ძალიან ძნელია რაღაც ივარაუდო, მაგრამ ამ გადაწყვეტილებების ციკლი როგორიც არის, ალბათ, ამაზე უარესს უნდა ველოდოთ, ვიდრე გაუმჯობესებას.

გახარიას შემთხვევა განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ის იყო ამ გუნდის ნაწილი, ლიდერი და ბუნებრივია, მის მიმართ კიდევ უფრო მძიმე განწყობები არსებობს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს.

Advertisement