
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობის დროა.
"მივესალმები ბათუმელებს, ვინც აქაა ჩამოსული ერთი მთავარი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში რაც შეიძლება დროულად დასრულდეს უსამართლობა, ის რეპრესიები, ის უიმედობა, რომელიც ძალიან სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა შექმნა და ამ უსამართლობის ქრესტომათიული მაგალითია ის, რაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ხდება.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძვის, ვინც ნორმალური მომავლისთვის იბრძვის და ჟურნალისტებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სტრესის პირობებში მაინც ახერხებს და ადამიანებს სიმართლეს ეუბნება. ჩვენ კი გვჭირდება ერთიანობა", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ბათუმის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, აქტივისტები, აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ ეუბნებიან არას 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს