
ავტორი
Front News საქართველო
თუ ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია და ერთმანეთს ებრძვის, ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ახლა არის ძალიან საინტერესო პროცესი, რადგან ადამიანების მოთმინებაც ივსება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის წარმოუდგენელია, კიდევ თვეები, ან წლები უყურებდეს ასეთ ვითარებას ქვეყანაში.
"თუ ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია და ერთმანეთს ებრძვის, ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ ახლა არის ძალიან საინტერესო პროცესი, რადგან ადამიანების მოთმინებაც ივსება და წარმოუდგენელია, ჩვენ კიდევ თვეები, ან წლები ვუყურებდეთ ასეთ ვითარებას, მართლა საგიჟეთს დაემსგავსება ქვეყანა, რადგან ადამიანის ფსიქიკა ვერ გაუძლებს ამდენს. პრაქტიკულად, ის ნაწილი, რომ ქვეყანაში რაღაც წინ მიდის, რეალურად არ არსებობს, ამას ადამიანები ხომ ხედავენ, ამიტომ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ოპოზიციურ სპექტრში, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო.
როდესაც გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველასთან შეიძლება გაერთიანება, ვისაც პარტიული საბუთები აქვს, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები დღეს გაცილებით უფრო უკეთეს ურთიერთობასა და კოორდინაციაში არიან", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს