
ავტორი
Front News საქართველო
ახლა არის კრიტიკული და ისტორიული მომენტი, სალომე ზურაბიშვილს მოუწია, იყოს წამყვანი, გამწევი ამ პროცესის. მას აქვს მხარდაჭერა ხალხის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
“დიდი სურვილია სიახლის და სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მას რაც აძლევს შემართებას, ლეგიტიმაციას ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ხალხის.
ახლა არის კრიტიკული და ისტორიული მომენტი, სალომე ზურაბიშვილს მოუწია, იყოს წამყვანი, გამწევი ამ პროცესის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, მას აქვს მხარდაჭერა. ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მიწვეულია დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, ეს ერთი კომპონენტია, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ამბავია, როცა შენ საზოგადოების მხარდაჭერა გაქვს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს