
ავტორი
Front News საქართველო
წლების განმავლობაში აშშ-მა მოახდინა დაახლოებით, 6 მილიარდზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი დოლარი იყო და ეს ყველაფერი დღეს არის უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
“წლების განმავლობაში აშშ-მა მოახდინა დაახლოებით, 6 მილიარდზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია, ყოველწლიური სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდი დოლარი იყო და ეს ყველაფერი დღეს არის უზარმაზარი საფრთხის ქვეშ. ისინი ხელს უწყობენ ამ ქვეყანას, რომ ჰქონდეს შემოსავალი და არ დაიცალოს ქვეყანა იმის გამო, რომ უმუშევრობა არის. შესაბამისად, ამ ურთიერთობების დანგრევა უზარმაზარი დარტყმაა ქვეყნისთვის. ამის ერთი მაგალითია, როცა 95 მილიონი ვერ მიიღო საქართველომ და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, რომელიც შეიძლება ბევრ საქმეს მოხმარებოდა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
“ერთიანობის” ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს