
ავტორი
Front News საქართველო
ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, დღეს უკვე არის კონკრეტული წერილობითი განცხადებით გამყარებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პარლამენტი არ არის აღიარებული.
“მას შემდეგ, რაც ე.წ არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა ქვეყნის შიგნით და გარეთაც რამდენი მანიპულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტის და მთლიანად, ამ პროცესის ლეგიტიმაციას, არჩევნები აღიარებული არ არის. დღეს ეს განცხადებები გამყარდა კონკრეტული წერილობითი განცხადებით, რომელიც ცესკოს გადაეცემა იმისთვის, რომ არ გატარდეს ამ არჩეული დეპუტატების გვარები საბოლოო ოქმებში. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ ამ პარლამენტში მუშაობას არ ვაპირებთ. თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, დღეს უკვე არის კონკრეტული წერილობითი განცხადებით გამყარებული“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს