
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით ამ ადამიანების განწყობა და მანამდეც იყო პრეზიდენტთან ბრიფინგი, სადაც მკაცრი განცხადებები გაკეთდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას ახსოვს, რომ არჩევნებამდე ძალიან ბევრი გაფრთხილება იყო და როდესაც არაფერს ითვალისწინებდა მმართველი პარტია, ჩაიკეტა ევროინტეგრაციის გზა.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით ამ ადამიანების განწყობა და მანამდეც იყო პრეზიდენტთან ბრიფინგი, სადაც მკაცრი განცხადებები გაკეთდა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არის ევროპის ნაწილი, არამარტო, ისტორიით, არამედ იმ მომავლით, რომელიც მას უნდა ჰქონდეს და ამ მომავალს ეღობება ხელისუფლების პოლიტიკა. ყველას გვახსოვს, რომ არჩევნებამდე ძალიან ბევრი გაფრთხილება იყო და როდესაც არაფერს ითვალისწინებდა მმართველი პარტია, ჩაიკეტა ჩვენი ევროინტეგრაციის გზა. არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებისთვის ნიშნული და გამოცდა, რაც ჩავარდა და ეს არის ხელისუფლების ბრალი. მხარდაჭერა ძალიან დიდია და ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყველა“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი დეპუტატები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს