
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პენსიონერებს მედიკამენტების სიძვირის გამო, სხვა რამის შეძენაზე უარის თქმა უწევთ.
“დღესდღეობით მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ წამლები და მათ დანახარჯებში ეს ძალიან დიდი წილია, უხდებათ არჩევანის გაკეთება წამალსა და სხვა რაღაცას შორის. ამიტომ, ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს სწორედ პენსიონერების წამლებით უზრუნველყოფას, მათთვის ექიმის მიერ გამოწერილი წამლები უნდა იყოს უფასო და რაც მთავარია, ათასლარიანი პენსია და საპენსიო ვალების ჩამოწერა, რა თქმა უნდა, მათ გაცილებით უკეთეს ვითარებაში ჩააყენებს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეს პროგრამა პირველ რიგში უნდა შესრულდეს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს