
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ქვეყანაში წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელიც შექმნა დე ფაქტო ხელისუფლებამ – “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ვხედავთ, რა ღრმა არის კრიზისი ქვეყანაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სასამართლო პროცესები პოლიტიკურადაა მოტივირებული.
“დღეს ქვეყანაში წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელიც შექმნა დე ფაქტო ხელისუფლებამ – “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ვხედავთ, რა ღრმა არის კრიზისი ქვეყანაში. მოქალაქეები ამას 2 თვეა, აპროტესტებენ. დღეს დილიდან რამდენი სასამართლო იყო, რომელიც პოლიტიკურადაა მოტივირებული. ჩვენ შევდივართ ამ ქვეყნის მმართველობის ავტოკრატიულ ფაზაში, რომელსაც არ ეგუება ჩვენი საზოგადოება და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენ ვხედავთ, როგორი დიპლომატიით ცდილობს დასავლეთი, რომ ზემოქმედება იქონიოს დე ფაქტო ხელისუფლებაზე. სანქციების მხრივ სამწუხაროა, რაც ხდება, მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აწარმოებს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს