
ავტორი
Front News საქართველო
MEGOBARI act იძლევა შესაძლებლობებს და სიკეთეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პოლიტიკა გაგრძელდება, რაც დღეს არის, პასუხი იქნება მკაცრი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ისგან ივანიშვილმა ბევრი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ არცერთი არ გაითვალისწინა.
“MEGOBARI act” იძლევა შესაძლებლობებს და სიკეთეებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს პოლიტიკა გაგრძელდება, რაც დღეს არის, რომელიც აცდენილია იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, იქნება პასუხი და ეს პასუხი იქნება მკაცრი. ჩვენ ამის შესახებ ბევრჯერ გაგვაფრთხილეს, გააფრთხილეს ხელისუფლება, გააფრთხილეს ივანიშვილი, მაგრამ როგორც ჩვენ ვნახეთ, ეს გაფრთხილებები ყურად არ იღეს და არ მიიღეს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
კონგრესში სხდომაა ჩანიშნული, სადაც “MEGOBARI act” განიხილება.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს