Logo

გიგი წერეთელი – ჯერჯერობით ეს არის მთლიანი შეფასება, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა

პოლიტიკა
30.10.2024 / 11:06
Frontnews image description

სამწუხაროზე უფრო მეტია ის, რაც ხდება დღეს. ეს აისახება ყველაფერზე, ჩვენს ცხოვრებაზე. ჯერჯერობით ეს არის მთლიანი შეფასება, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგები და მისი შეფასება საერთაშორისო ასპარეზიდან ყველა მოქალაქეზე უარყოფითად აისახება.

“ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების ამორალურ კამპანიას ომისა და მშვიდობის გზავნილებზე და ამავე დროს, ოპოზიციის მიმართ უარყოფით კამპანიას. სამწუხაროზე უფრო მეტია ის, რაც ხდება დღეს. ეს აისახება ყველაფერზე, ჩვენს ცხოვრებაზე. ჯერჯერობით ეს არის მთლიანი შეფასება, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. ამისათვის ყველა კამპანია იყო გამოყენებული – ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა, დაშინება და ყველაზე მთავარი ფაქტორი იმისა, რომ ეს არჩევნები შეფასდეს არაკონსტიტუციურად ეს არის ფარულობის დარღვევა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები