გიგი წერეთელი – ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს?


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში ლევ ლეშენკოს შემოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას ატარებს.
“ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის, მისი დამოუკიდებლობის და რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკვეთავდნენ რესტორნებს? ხო წარმოგიდგენით როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ჩვენების. ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა”, – აცხადებს გიგი წერეთელი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს. მას ივანიშვილის გარდა, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს