
ავტორი
Front News საქართველო
ეს ყველაფერი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვისაა ძალიან მძიმე, არამედ აბრკოლებს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომაც, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაცხადდეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.
“არ აქვს მნიშვნელობა “დემოკრატების” ფლანგია, თუ “რესპუბლიკელების”, ორივე მხარე თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია და რუსეთის ინტერესებს აძლიერებს. “აგენტების კანონზე” ითქვა, რომ ეს ჩვენს დემოკრატიას ძირს უთხრის და ასევე ითქვა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია.
ეს ყველაფერი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვისაა ძალიან მძიმე, არამედ აბრკოლებს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომაც, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაცხადდეს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს