გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომელიმე თავმოყვარე პარტიამ და იმან, ვისაც განჯის უნარი ოდნავ აქვს, ასეთ არჩევნებში ფეხი შედგას


ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელია დღეს, რომელიმე თავმოყვარე პარტიამ და იმან, ვისაც განჯის უნარი ოდნავ აქვს, ასეთ არჩევნებში ფეხი შედგას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში და პოლიტიკაში არსებული ვითარების პირობებში შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობა.
“არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც ოქტომბერში უნდა იყოს. აქ იმაზე კი არ არის საუბარი – ვიღაცას უნდა თუ არა მონაწილეობა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეიძლება, სურვილი არ ჰქონდეს, მაგრამ რა პირობებში იქნება ეს.
წარმოუდგენელია დღეს, რომელიმე თავმოყვარე პარტიამ და იმან, ვისაც განჯის უნარი ოდნავ აქვს, ასეთ არჩევნებში ფეხი შედგას.
წარმოუდგენლად მიმაჩნია მე, რომ ამ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, თეორიულად ივარაუდო. თუ ვინმე ერთი გამოირჩა და მაინც მიიღო არჩევნებში ამ პირობებით მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ის სახელისუფლებო თამაშს ითამაშებს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს