
ავტორი
Front News საქართველო
აშშ ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.
“ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, აშშ ურთიერთობებს პრინციპებსა და ღირებულებებზე აგებს. თუ არ არის დემოკრატია, თუ შენ რუსეთს ირჩევ პარტნიორად და ადამიანის უფლებებს არ იცავ, შენთან არცერთი ადმინისტრაცია არ იმუშავებს. საუბარი კი კვლავ არა სტრატეგიულ ურთიერთობაზე, არამედ სანქციებზე იქნება.
ამის ერთ-ერთი მკაფიო სიგნალი სწორედ ისიც არის, რომ “MEGOBARI act”, რომელიც მძიმე ნაწილსაც შეიცავს და ძალიან კარგსაც ვითარების ცვლილების შემთხვევაში, ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორის, ჯო უილსონის მიერაა ინიციირებული”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
თაგები:
გიგი წერეთელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს