გიგი უგულავა – არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, ქვითრები შეუძლიათ, შეინახონ თავისთვის რელიკვიად


ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი. ქვითრები, რომელსაც “პივის” ჩეკებივით წერენ ეს დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ, შეინახონ თავისთვის რელიკვიად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ფინანსური ტერორი და მოქალაქეების ჯიბის ხარჯზე ფულის ამოღება.
“ეს არის ფინანსური ტერორი. დაახლოებით, 600 კაცი არის შერჩეული, ვსაუბრობ რუსთაველის გაზირის გადაკეტვაზე 15 იანვრიდან მოყოლებული თითქმის პირველი თებერვლის პერიოდში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება, მოჰყვეს ამაში, თან მნიშვნელობა არ აქვს, გადაკეტილზე მიხვედი თუ ისე. ეს არის ფინანსური ტერორი, დაახლოებით, 3 მილიონი ლარის ამოღება უნდათ ადამიანების ჯიბიდან. ამაზე პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – მე არ ვაპირებ არანაირი ჯარიმის გადახდას, წერტილი.
ქვითრები, რომელსაც “პივის” ჩეკებივით წერენ ეს დასანქცირებული მოსამართლეები, შეუძლიათ, შეინახონ თავისთვის რელიკვიად”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 იანვრის “მამების და შვილების” მარშზე გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
გიგი უგულავა

ზურაბ ჯაფარიძე – არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ, არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ

გიგი უგულავა – გადაიყვანეთ სამოქალაქო საავადმყოფოში და მხარდამჭერების მხრიდან არანაირი შეფერხება არ გექნებათ

გიგი უგულავა – არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას, არც მე და არც ადვოკატი, თავში ქვა უხლიათ!