
ავტორი
Front News საქართველო
ეს მართლაც, არაჩვეულებრივი არჩევნებია, ამიტომ არაორდინალურზე არაორდინარული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ოღონდ ეს არაორდინარული გადაწყვეტილებები ემპირიულს, ანუ ხალხის აზრს უნდა ეფუძნებოდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი სწორი გზით მიდის.
“ეს მართლაც, არაჩვეულებრივი არჩევნებია, ამიტომ არაორდინალურზე არაორდინარული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ოღონდ ეს არაორდინარული გადაწყვეტილებები ემპირიულს, ანუ ხალხის აზრს უნდა ეფუძნებოდეს. ჩემი აზრით, ახლა სწორი გზით მიდიან პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი და განსხვავებული აზრი აქვს.
სწორი კონფიგურაციაა, რომ ტაბლოზე ოპოზიციის გამარჯვება და “ოცნების” დამარცხება უნდა იყოს. ამ გზით უნდა ვიაროთ და ხალხი გვეტყვის, რა არის სწორი და ჩვენ უბრალოდ მათ აზრს არ უნდა გადავეღობოთ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს