
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული, შესაბამისად, ვერ იქნება თავისუფალი, ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტული სუბიექტი – მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
“რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? მთავარი ლიდერი, რომელიც მინიმუმ ერთი მესამედის ლიდერი მაინც არის ამ ქვეყანაში, ციხეშია. კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები როგორ იქნება? არ იქნება ეს არჩევნები თავისუფალი საბოლოო ჯამში.
რუსეთშიც ჩატარდება ახლა სამ დღეში არჩევნები. იმ არჩევნებს ვინმე რამეს უძახის? არ უძახის. არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული, შესაბამისად, ვერ იქნება თავისუფალი, ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტული სუბიექტი – მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას არ ექნება თავისუფალ გარემოში არჩევნების ჩატარების უფლება. ეს “ქართულმა ოცნებამ” კარგად იცის და პირადად ივანიშვილმა”, – განაცხადა გიგი უგულავამ “ფორმულასთან”.
თაგები:
გიგი უგულავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს