გიგი უგულავა – ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ქართული სახელმწიფოს სხეულზე გაჩენილ კიბოს შეადარო

ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ქართული სახელმწიფოს სხეულზე გაჩენილ კიბოს შეადარო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიუღებლობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ დასავლეთის დადანაშაულებას დაიწყებს.
“ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ქართული სახელმწიფოს სხეულზე გაჩენილ კიბოს შეადარო, იმიტომ რომ ეს მეტასტაზებივით მიდის. შემდეგი ეტაპი, უარის შემთხვევაში, იქნება, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ გადაგვაბრალონ, ამას 10 წელია აკეთებენ, ევროსკეპტიციზმის გაღვივება წავა. დაიწყება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ კი ვიმსახურებდით… იმას კი არ იტყვიან, რომ ჩვენ რაღაც არ გავაკეთეთ, რაღაც დავაკელით, ხალხს პატივს არ ვცემთ“, – განაცხადა უგულავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მმართველი ძალა პროპაგანდის მეშვეობით მოსახლეობის 40%-ს რასაც უნდა, იმას აჯერებს.
“ერეკლე მეფეს რომ იფარებენ ახლა, რა უსინდისობაა. ერეკლე მეორე ასეთ ხალხს გვერდით არ გაიკარებდა კი არა, სიკვდილით დასჯიდა. ქოცური სტანდარტით, დავით აღმაშენებელი ყველაზე ცუდი მეფე იყო ამ ქვეყანაზე. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ საღამოს „ზომბოიაშიკი“ გახსნან, ამათი პროპაგანდის მახვილი ყველაფერს გაიტანს და საბოლოო ჯამში, ვისაც უნდა დააჯეროს, იმას დააჯერებს“, – განაცხადა უგულავამ.
თაგები:
გიგი უგულავა




